ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, December 21, 2013
მე-9 დღე
ტრენინგის მე-9 დღე იყო უკვე საპრეზენტაციო დღე, დავასრულე 8 დღიანი სამუშაო, გავასუფთავე ჩემი საქაღალდე ზედმეტი ინფორმაციისგან, მოვიყვანე სისტემაში მთელი ნამუშევარი, მოვისმინე ჯგუფის ყველა წევრის პრეზენტაცია და გავაკეთე საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.მე-2 სემესტრში აუცილებლად განვახორციელებ ამ პროექტს ჩემს მოსწავლეებთან.
დიდი მადლობა ხათოს გულისყურიანი დამოკიდებულებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მან გასწია თითოეულ მსმენელთან...ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს დიდი სიყვარულით.
Saturday, December 7, 2013
მე-7 დღე: ტრენინგის მე-7 დღეს დავასრულეთ წინა დღეებში დაწყებული საქმიანობები, მე მაგალითად დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების სქემა.აგრეთვე გავეცანით მე-6 მოდულს : დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისთვის, დამატებით რესურსებში კი გავეცანით დიფერენცირებული სწავლების კითხვარს და ინდივიდუალურად შევავსეთ.გავიყინეთ, თორემ საინტერესო დღე იყო...დანარჩენს ხვალ გავაგრძელებთ...
Tuesday, December 3, 2013
მე-6 დღე: ტრენინგის მე-6 დღეც უინტერნეტოდ ვიყავით, მაგრამ ამან დიდი გავლენა ვერ მოახდინა ჩვენზე, რადგან ტრენერის წყალობით ბევრი საინტერესო სამუშაო დავგეგმეთ და შევქმენით მე-4 მოდულის მიხედვით სასწავლო ნიმუშები,გავეცანით აქტივობა-2, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და თავადაც წარმოვიდგინეთ თავი მოსწავლის ადგილზე და შევქმენით ნიმუშები, პირადად მე ჩემი შერჩეული პროექტის შესაბამისი ბროშურა შევქმენი, რაც ძალიან მომეწონა.აგრეთვე გავეცანით რესურსებში პორთფოლიოს ჩეკლისტს, გავეცანით შეფასების გეგმის კრიტერიუმის ჩამონათვალს და შეფასების დაგეგმვის ცხრილს.იმედია ყოველივე ეს დამეხმარება სამომავლო სამუშაოებში.დიდი მადლობა ხათოოო...<3
მე-5 დღე.
ტრენინგისმე-5 დღეს ჩვენ მართალია ინტერნეტის გარეშე ვიყავით, მაგრამ მაინც საინტერესო სამუშაო ატმოსფერო სუფევდა...დავასრულეთ ჩვენი პროექტების პორტფოლიოები და გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები.
განვიხილეთ აგრეთვე მე-3 მოდული:კ ა ვ შ ი რ ე ბ ი, ვიმსჯელეთ, რომელი აქტივობით გავდივართ შედეგებზე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების მიხედვით, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებისა და ეთიკური ნორმების შესახებ, ძალიან მომეწონა ის რომ ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება თავად მოსწავლის ნაშრომში, აგრეთვე გავეცანით მშობლის ნებართვის ფორმებსაც.

Sunday, November 24, 2013
მე-4 დღე
ტრენინგის მე-4 დღე ინფორმაციულად ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო..კვლავ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე ვმუშაობდით,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ტრენერის გადმოგზავნილ პროექტის შეფასებებზე ვიმუშავეთ, მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენს სასწავლო პროექტზე,გავეცანით ფაილების ინტეგრირებისა და ჰიპერბმულების გაკეთებას, ვნახეთ ნიმუშები, იმედია საბოლოოდ გავალ სასურველ შედეგზე, ჯერ ვსწავლობ...

Saturday, November 23, 2013
მე-3 დღე
ტრენინგის მე-3 დღემ ძალიან საინტერესო სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა, ჩვენი ტრენერის წყალობით სასწავლო პროექტის დაგეგმვა მოვახდინეთ,გავითვალისწინეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები, შევიმუშავეთ სასწავლო ამოცანები, გავეცანით სასწავლო მიზნების ნიმუშებს: როგორც ბუნდოვან, დავალებაზე ორიენტირებულ, ისე, სპეციფიკურ, სწავლაზე ორიენტირებულ ამოცანებს, აგრეთვე ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის კულტურაზე, შევასრულეთ საინტერესო სიტუაციური სავარჯიშო, ნელ-ნელა ვავსებთ ჩვენს პროექტს, იმედია დანარჩენი დღეებიც ასეთი საინტერესო იქნება .

Subscribe to:
Posts (Atom)