მე-4 დღე
ტრენინგის მე-4 დღე ინფორმაციულად ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო..კვლავ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე ვმუშაობდით,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ტრენერის გადმოგზავნილ პროექტის შეფასებებზე ვიმუშავეთ, მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენს სასწავლო პროექტზე,გავეცანით ფაილების ინტეგრირებისა და ჰიპერბმულების გაკეთებას, ვნახეთ ნიმუშები, იმედია საბოლოოდ გავალ სასურველ შედეგზე, ჯერ ვსწავლობ...
Sunday, November 24, 2013
Saturday, November 23, 2013
მე-3 დღე
ტრენინგის მე-3 დღემ ძალიან საინტერესო სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა, ჩვენი ტრენერის წყალობით სასწავლო პროექტის დაგეგმვა მოვახდინეთ,გავითვალისწინეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები, შევიმუშავეთ სასწავლო ამოცანები, გავეცანით სასწავლო მიზნების ნიმუშებს: როგორც ბუნდოვან, დავალებაზე ორიენტირებულ, ისე, სპეციფიკურ, სწავლაზე ორიენტირებულ ამოცანებს, აგრეთვე ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის კულტურაზე, შევასრულეთ საინტერესო სიტუაციური სავარჯიშო, ნელ-ნელა ვავსებთ ჩვენს პროექტს, იმედია დანარჩენი დღეებიც ასეთი საინტერესო იქნება .

Sunday, November 17, 2013
მე-2 დღე
ტრენინგის მე-2 დღე დავიწყეთ წინა დღის მოსმენილი მასალის გამეორებით, რაც ძალიან მომეწონა, შემდეგ გავეცანით პროექტის მონახაზს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, სტატისს დაგეგმვის და ბუკლეტების მომზადების წესებს.ვიმუშავეთ პრაქტიკულად პროექტის ბუკლეტის შექმნაზე, მართალია ვერ დავასრულე მე პირადად ბუკლეტი, მაგრამ რაც მთავარია, ვიცი, როგორ შევქმნი და დავასრულებ კიდეც...აი, გაჩნდა ახალი პროექტის იდეაც და შევეცდები ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში.
Saturday, November 16, 2013
1-ლი დღე
პროექტებით სწავლების ტრენინგის 1-მა დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა,გავეცანით მოდულებს, პროექტების ნიმუშებს,მრავალფეროვან რესურსებს, ტრენერის დახმარებით შევქმენით ბლოგი და ვწერ შეფასებას...ვიმედოვნებ წინ უფრო საინტერესო დღეები გველოდება...აქ მიღებული ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესის საინტერესოდ დაგეგმვასა და წარმართვაში,რაც მოტივაციის ამაღლების და სასწავლო განწყობის შექმნის აუცილებელი პირობაა, როგორც ჩემთვის ისე მოსწავლეებისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)