Sunday, November 17, 2013

მე-2 დღე

ტრენინგის მე-2 დღე დავიწყეთ წინა დღის მოსმენილი მასალის გამეორებით, რაც ძალიან მომეწონა, შემდეგ გავეცანით პროექტის მონახაზს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, სტატისს დაგეგმვის და ბუკლეტების მომზადების წესებს.ვიმუშავეთ პრაქტიკულად პროექტის ბუკლეტის შექმნაზე, მართალია ვერ დავასრულე მე პირადად ბუკლეტი, მაგრამ რაც მთავარია, ვიცი, როგორ შევქმნი და დავასრულებ კიდეც...აი, გაჩნდა ახალი პროექტის იდეაც და შევეცდები ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში.

No comments:

Post a Comment